ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში, ასოციაციის წევრებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე - სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო საკითხები.
ტრენინგი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე, ქალბატონი მზია თოდუა.